სიახლეები

03 დეკემბერი 2016

კობი-გუდაურის გზებზე არსებული მდგომარეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. სპეციალისტების ინფორმაციით უამინდობა კვლავ ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე ღამის საათებში მოთოვს ჰაერის ტემპერატურა იქნება -10, -8 გრადუსი. 4 დეკემბერს კი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4, -5 გრადუსია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, 5 დეკემბერს, გამთენიისას ადგილზე შეაფასებს ზვავსაშიშროების რისკს, რის შემდეგაც გაიცემა ადგილზე რეკომენდაცია საავტომობილო გზაზე მოძრაობის რეჟიმის აღდგენის შესახებ. გუდაური-კობის მონაკვეთზე უამინდობის გამო ამ დროისთვის ზვავსაშიშროება ნარჩუნდება, სინოპტიკოსების ინფორმაციით 6 დეკემბრიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი

სხვა სიახლეები