სიახლეები

09 იანვარი 2015

გუდაური-კობის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები - ჰიდროლოგებისა და მეტეოროლოგებისაგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი სტიქიის ზონაში იმყოფება. ისინი ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას და  24 საათინ, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ტერიტორიის მონიტორინგს.

მათი რეკომენდაციით, ამ ეტაპზე  ზვავსაშიშროება მოხსნილია გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.  რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთს, ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე შენარჩუნებულია ზვავსაშიშროება. შესაბამისად ისევ შეზღუდული რჩება გადაადგილება ამ მონაკვეთზე.

ამ დროისათვის, გუდაურშიც და ჯვრის ურელტეხილზეც თოვა შეწყვეტილია. მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე, დროგამოშვებით შეინიშნება მცირედი თოვა.  ამ საღამოდან სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. თუმცა დაბალი ტემპერატურა ჯერ კიდევ შენარჩუნდება.

სამცხე-ჯავახეთსა და რიკოთის უღელტეხილზე ზვავსაშიშროება არ ფიქსირდება, შესაბამისად გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იქ არ იმყოფებიან.

სხვა სიახლეები