სიახლეები

16 იანვარი 2015

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს ახალი, პიკაპის ტიპის ავტომობილები გადაეცათ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი ჩოჩიამ ხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტებს პიკაპის ტიპის მანქანები გადასცა. 5  მაღალიგამავლობის ავტომობილი გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფებს მოემსახურება.
საქართველოში არსებული რთული რელიეფური და მეტეორლოგიური პირობების გამო,  მათ მუდმივ რეჟიმში უწევთ ექსპედიციების მოწყობა, მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილება და მონიტორინგის განხორციელება. აღნიშნული მანქანების საშუალებით კი სპეციალისტები მარტივად მოახდენენ მუდმივ მონიტორინგს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში.

სხვა სიახლეები