სიახლეები

09 დეკემბერი 2016

სააგენტოსა და გერმანულ კომპანია DMT- ის შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი,  ევროპაში უმსხვილესი გეოლოგიური კომპანიის  „DMT GmbH & Co. KG“-ის     სამთო კონსალტინგისა და სამთო ინჟინერიის მმართველს პაულ ალტჰაუსს შეხვდა.

 შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში არსებული  გეოლოგიური დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 ვიზიტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კომპანიას შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც  საქართველოში  სამთო მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების   ხელშეწყობას, ბუნებრივი რესურსების მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას, გეოლოგიური საფრთხეების და რისკების შეფასებას  ახალი ტექნოლოგიებით  ისახავს მიზნად.

კომპანია ასევე  გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს  ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

კომპანია DMT გერმანიაში დაფუძნებულ გეოლოგიურ-საინჟინრო - საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს.

სხვა სიახლეები