სიახლეები

12 დეკემბერი 2016

ინდიკატორული გაზომვების VI ეტაპი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით ინდიკატორული გაზომვების მე-6 ეტაპი დაიწყო. მილაკები საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ წერტილში განთავსდა. აქედან თბილისში 25 წერტილში. ინდიკატორული გაზომვების საშუალებით შესაძლებელია ატმოსფერულ ჰაერში გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, ასევე ოზონისა და ბენზოლის  შემცველობა დადგინდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მილაკები დალუქული სახით დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებული ლაბორატორიაში გადაიგზავნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად შეისწავლოს.

მე-6 ეტაპის შედეგები რუკაზე - იხილეთ ლინკი

სხვა სიახლეები