სიახლეები

23 იანვარი 2015

ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონალური ოფისი გაიხსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან გივი ჩოჩიასთან ერთად, ქუთაისში სააგენტოს ახლად რეაბილიტირებული რეგიონალური ოფისი დაათვალიერა. განახლებული ოფისი, ასევე, მოინახულეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
ოფისი აერთიანებს გეოლოგიის დეპარტამენტის რეგიონალურ და მომსახურების სააგენტოებს, რომლებიც უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, როგორიცაა კატასტროფებზე პირველადი რეაგირება, ვიზუალური დაკვირვება, სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტებზე გეოსაინფორმაციო პაკეტების დამუშავება, საშიშროების ზონების შემოწმება და რესურსების დადგენა.
ასევე, მნიშვბნელოვანია მომსახურების სამმართველოს პაკეტები, რომლის ძირითადი მიმართულებაა ლიცენზიები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები: პირველადი სალიცენზიო განაცხადების მიღება, ტოპოგრაფიული რუქების მომზადება, ლიცენზიებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემა, ათვისების გეგმის, სტატისტიკის დაკვირვების ფორმისა და სხვა დოკუმენტების მიღება.
საგენტოს რეგიონალური ოფისი, ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა ფასიან მომსახურებებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შესახებ.
განახლებული შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.

სხვა სიახლეები