19 დეკემბერი 2016
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში 19 – 25 დეკემბერს
19 – 21 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი იქნება, ღამის საათებში ისევ ყინვაა მოსალოდნელი.
22 – 24 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 2 – 4 გრადუსით მოიმატებს. 25 დეკებერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ისევ ნალექია მოსალოდნელი. ყინვა შესუსტდება.