სიახლეები

25 იანვარი 2015

კასპში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი გივი ჩოჩია შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე სტანდარტების ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერეს. აღნიშნული დანადგარი დღე-ღამურად,  ონლაინ რეჟიმში ზომავს ჰაერის ტემპერატურას, ჰაერის ტენიანობას, ქარის სიჩქარესა და მიმართულებას, მოსული ნალექების ინტენსივობას და ატმოსფერულ წნევას.
დღემდე კასპის რაიონში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებდა, რის გამოც შეუძლებელი იყო რეგიონის მმართველი ორგანოების, ეკონომიკის დარგების და მოსახლეობის ამინდის და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა.
კასპში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის არსებობა  ხელს შეუწყობს რეგიონში ამინდის პირობებისადმი მგრძნობიარე დარგების, განსაკუთრებით სასოფლო სამეურნეო სექტორის ეფექტურად მართვას. არსებული ინფორმაცია, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც, მათი სამეურნეო საქმიანობის ამინდის პირობების გათვალისწინებით დაგეგმვის უზრუნველსაყოფად. 
მეტეოროლოგიური სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.

 

 

სხვა სიახლეები