სიახლეები

09 თებერვალი 2015

დიდთოვლობის გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დღეს დილიდან ინტენსიური თოვისა და შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

ამ დროისათვის გუდაურში თოვლის საფარი 102 სმ-ს აღწევს. სინოპტიკოსების ვარაუდით თოვა დღის ბოლომდე შენარჩუნდება, შესაბამისად შენარჩუნდება დაწესებული შეზღუდვა აღნიშნულ გზის მონაკვეთზე.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 10 თებერვალს საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში გაგრძელდება თოვა.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის +1 გრადუსია. დედაქალაქში ნალექი თოვლის სახით დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

სხვა სიახლეები