სიახლეები

26 თებერვალი 2015

ქვემო ქართლის რეგიონში ავტომატური მეტეოროლოგიურო სადგური დამონტაჟდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა გივი ჩოჩიამ ქვემო ქართლის რეგიონში, ახლადდამონტაჟებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერეს.

მეტეოროლოგიური სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღემდე, მეტეოროლოგიური დაკვირვებები ვერ ხორციელდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა. ახლადდამონტაჟებული თანამედროვე სტანდარტების ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დღე-ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაზომავს და მონაცემებს ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, მოსული ნალექების ინტენსივობის და რაოდენობის, ასევე ატმოსფერული წნევის შესახებ ინფორმაციის დამუშავების ცენტრს გადასცემს.

ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის არსებობა  ხელს შეუწყობს რეგიონში ამინდის პირობებისადმი მგრძნობიარე დარგების, განსაკუთრებით სასოფლო სამეურნეო სექტორის ეფექტურად მართვას. არსებული ინფორმაცია, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც, მათი სამეურნეო საქმიანობის ამინდის პირობების გათვალისწინებით დაგეგმვის უზრუნველსაყოფად. 

 

სხვა სიახლეები