სიახლეები

02 მარტი 2015

განახლებული ლაბორატორია ბათუმში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა აჭარის რეგიონში  შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ჰიდროქიმიური განახლებული ლაბორატორია დაათვალიერა.

ახალი ხელსაწყო-მოწყობილობები უზრუნველყოფს სინჯის აღებიდან დროის მინიმალურ მონაკვეთში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობის დადგენას. მოწყობილობებით შესაძლებელია ანალიზების ჩატარება როგორც ლაბორატორიაში, ასევე საკონტროლო ობიექტებზე. კერძოდ, გადასატანი მოწყობილობით, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ადგილზე შესაძლებელია გაკეთედეს ანალიზი გამოვლენილი დარღვევის შესახებ. ხოლო სრული ანალიზისთვის აღებული სინჯის კვლევა წარმოებს ლაბორატორიაში.

თანამედროვე ტექნოლოგიით ასევე, შესაძლებლებელია ექსპრეს ანალიზები მეტალებსა და სხვა ქიმიურ კომპონენტებზე, რაც ხელს შეუწყობს საზღვაო სივრცისა და მისი მიმდებარე სანაპირო ობიექტების სრულ კონტროლს, რათა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია მოემსახურება როგორც შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამსახურს ასევე დეპარტამენტის სხვა ტერიტორიულ ორგანოებს.

სხვა სიახლეები