სიახლეები

20 იანვარი 2017

მოსწავლეები ჰაერის ავტომატური სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ყაზბეგის გამზირზე მდებარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგური დაათვალიერა.

თამარ ბაგრატიამ, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მოსწავლეებს სადგურის მუშაობის პროცესი ადგილზე გააცნო. სტუმრებმა  ჰაერის დამაბინძურებელი ინგრედიენტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სხვა სიახლეები