სიახლეები

20 იანვარი 2017

სააგენტოს წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტში

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები „მესტიის მუნიციპალიტეტის და მულახის თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის“ საჯარო განხილვებს დაესწრნენ.

შეხვედრების მიზანს სივრცითი მოწყობის, ურბანისტიკის, ქალაქგეგმარების და მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული მიზნების, ამოცანების და ხედვების ერთობლივი განხილვა წარმოადგენდა.

პროექტს სხვადასხვა პარტნიორებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“ ახორციელებს.

სხვა სიახლეები