სიახლეები

04 მარტი 2015

შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნულ სააგენტოში  ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) რეგიონულ მენეჯერთან ბატონ იან ჩერნიკთან და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროექტების ატაშესთან ბატონ ალბერტ შიდოსთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილეები და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე CzDA-ს მიერ დაფინანსებული პროექტები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სხვა სიახლეები