სიახლეები

23 იანვარი 2017

23–29 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

23 იანვარს საქართველოს ცალკულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.

24 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

25 იანვარს, დღის ბოლოს, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც 26-29 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა იქნება +1, +6 გრადუსი.

სხვა სიახლეები