სიახლეები

26 იანვარი 2017

სააგენტოს უფროსი კომპანია „DMT“-ის წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია   ევროპაში უმსხვილესი გეოლოგიური კომპანიის  „DMT“-ის   ბიზნეს მიმართულების მენეჯერს ერნს ბერნარდ ტეიგლერს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული  გეოლოგიური დარგის  განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებზე იმსჯელეს. კომპანია  „DMT“-ი გარემოს ეროვნულ სააგენტოს  სამთო მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების   ხელშეწყობისათვის კომპლექსური კვლევის განხორციელებაში და პროექტების შემუშავებაში დაეხმარება.

კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრებს საქართველოს  პარლამენტის და სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართავს. 

 

სხვა სიახლეები