სიახლეები

23 მარტი 2015

ჰიდრომეტეოროლოგიის 170 წლის იუბილე საქართველოში

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა. წელს საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიის 170-ი წლის იუბილე აღინიშნება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰოდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილი თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
დღესვე გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, მოწვეული სტუმრებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
მრავალწლიანი დაკვირვებების სისტემის აღდგენის მიზნით, მიმდინარე წელს მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით 30 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი დამონტაჟდა რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური 1844 წელს თბილისის მაგნიტურ-გეოფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ხოლო 2004 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით ჩამოყალიბდა.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მოწვეული სპეციალისტები დაესწრნენ.

სხვა სიახლეები