სიახლეები

13 თებერვალი 2017

სააგენტოში ელვის მარეგისტრირებელი დანადგარი დამონტაჟდა

გარემოს ეროვნულ სააგენტოს  ამერიკული  კომპანია  „Earth Networks"-ის მიერ    ორი ერთეული ელვის მარეგისტრირებელი დანადგარი გადაეცა.

აღნიშნული მოწყობილობა 100 კმ-ის რადიუსში ელვის  ზუსტი კოორდინატების დადგენის საშუალებას იძლევა,  რომელიც  ხელს შეუწყობს ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობა/წყალმოვარდნების პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას. 

ელვის მარეგისტრირებელი მოწყობილობა  გარემოს ეროვნულ სააგენტოში უკვე დამონტაჟდა. მსგავსი მოწყობილობის მონტაჟი ქალაქ ქუთაისში იგეგმება.

 

სხვა სიახლეები