სიახლეები

15 თებერვალი 2017

სამუშაო შეხვედრა EMBLAS-ის ფარგლებში

პროექტის  „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” (EMBLAS) ფარგლებში,  ჩატარებული  კვლევის შედეგები განიხილეს, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, პროექტის წარმომადგენლები და საერთაშორისო  ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის  2016 წლის ბიოლოგიური,  ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების კომპლექსური კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში 2017 წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამეცნიერო კვლევების ჩატარება იგეგმება,  რომელიც მიზნად ისახავს მყარი  ნარჩენების, ბიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების განხორციელებას.

შეხვედრას  გარემოს ეროვნული სააგენტოს,  მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურისა და  ევროკავშირის  ქვეყნების  ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები