20 თებერვალი 2017
სააგენტოში ნიადაგის კვლევის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის ”კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე ალაზნის ველის დამლაშებული ნიადაგების დეგრადაციის შემარბილებელი ქმედებების შემუშავება” პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა ნიადაგების დამლაშება-განმლაშების პროცესის დინამიკის შესწავლა, გრუნტის წყლის დონის ნიადაგის ფიზიკურ მონაცემებთან და კლიმატურ პირობებთან დინამიკაში არსებული საკითხები განიხილეს.
პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა წარმოადგინა რომელიც ”შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის” სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში განხორციელდა.