სიახლეები

02 აპრილი 2015

ემილ წერეთელი მსოფლიოს რჩეულ მეცნიერთა ასეულში მოხვდა

ქართველმა მეცნიერმა, ემილ წერეთელმა IBC-გან (საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი) სპეცილური ჯილდო - მედალი და სერტიფიკატი მიიღო და 2014 წლის მსოფლიო მეცნიერთა ტოპ ასეულში დაიკავა ადგილი.
მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ემილ წერეთელი 60 წელია გეოლოგიის სფეროში მუშაობს. მისი ავტორობით დღემდე 300-ზე მეტი სამეცნიერო და 20 მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი გამოიცა.
2014 წლის ტოპ ასეულში მოსახვედრად ცენტრმა რამოდენიმე ათასი მეცნიერის ბიოგრაფია განიხილა.  ბიოგრაფიული ცენტრის ნუსხაში არიან ადამიანები, რომელბიც ყოველდღიური შრომით მეცნიერების წინსვლას უწყობენ ხელს. 
საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი  40 წლის წინ ინგლისში, ოქსფორდში დაარსდა და არის  მსოფლიოს ლიდერი ბიოგრაფიული გამოცემა. ამ პერიოდის განმავლობაში IBC-მ ერთ მილიონზე მეტი ბიოგრაფიული ნაშრომი და მემუარი გამოსცა. 

სხვა სიახლეები