სიახლეები

06 მარტი 2017

6 - 12 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

6 - 11 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან და 12 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება.

 

სხვა სიახლეები