სიახლეები

13 მარტი 2017

ტრენინგები ლაბორატორიული კვლევების შესახებ

გარემოს ეროვნულ სააგენტოში წყლის სინჯების დამუშავების, ანალიტიკური მეთოდების და გარემოს მონიტორინგის პროგრამების საფუძვლებში ტრენინგები მიმდინარეობს, რომელსაც სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  ექსპერტები ატარებენ.
 
ტრენინგს  გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებიან. სემინარის მიზანია გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამოყენებული ანალიტიკური მეთოდების ჰარმონიზაცია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებთან.
 

სხვა სიახლეები