სიახლეები

17 მარტი 2017

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროექტი გრძელდება

სააგენტოს სპეციალისტებმა „მეტროსადგურ“ მარჯანიშვილისა და  N24 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს

მობილური ექსპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში მოსახლეობაც ჩაერთო და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.

ჩატარებული ანალიზები და კვლევები სააგენტოს საშუალებას მიცემს  ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.

ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები ეტაპობრივად მთელს საქართველოს მოიცავს. 

სხვა სიახლეები