სიახლეები

17 მარტი 2017

სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის („საქართველოში სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოების გაზრდა საგზაო მეტეოროლოგიის განვითარების გზით“) ფარგლებში ჩეხური კომპანია CROSS Zlín-ის სპეციალისტებმა  საგზაო მეტეოროლოგიური სადგურების ტექნიკურ მომსახურებასა და სადგურებიდან მიღებული მონაცემების შეფასებებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგს სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს გზების დეპარტამენტისა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, პროექტის ფარგლებში სამი საგზაო მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა „ტრასეკას“ საგზაო მონაკვეთზე (ქ. გორთან) და საქართველოს სამხედრო გზის ორ საგზაო მონაკვეთზე (სოფ. გველეთთან და ჟინვალის წყალსაცავთან).

 

სხვა სიახლეები