სიახლეები

06 აპრილი 2015

შვეიცარიელი ექსპერტები დევდორაკ-ამალის ხეობაში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან და შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაბა ყაზბეგში, მყინვარ დევდორაკზე და მდ. ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარიელი ექსპერტები სტიქიური პროცესების შესწავლის შემდეგ ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ. 

სპეციალისტები ადგილზე შეარჩევენ ტერიტორიებს, სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები. ადრეული გაფრთხილების სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახდინოს, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება. 

ასევე, აღნიშნული სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდება საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრავი როგორც ადგილობრივი ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
ექსპერტები საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფებიან.

სხვა სიახლეები