სიახლეები

20 მარტი 2017

20 - 26 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

დღეს, 20 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. უამინდობა შენარჩუნდება გვიან ღამემდე.

ხვალ, 21 მარტს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.

22 - 26 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

სხვა სიახლეები