სიახლეები

03 აპრილი 2017

3 - 9 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

3 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში და დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში ნარჩუნდება მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

4 - 6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.

7 - 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 

სხვა სიახლეები