სიახლეები

07 აპრილი 2017

NEA სფეროში სტუდენტებთან შეხვედრები განახლდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „NEA სფეროს“ სტუმრობდა, სადაც სტუდენტებს გარემოსდაცვით საკითხებზე ესაუბრა  და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო.  

დღესვე მინისტრმა,  ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ  გიორგი კეკელიძესთან და პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც სააგენტოს წყალდიდობების წინააღმდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლების პროექტის   ფარგლებში   გადაეცა.

„NEA სფერო“-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიული ცოდნა აიმაღლონ  და გარემოს დაცვით  სფეროში უახლესი ლიტერატურით ისარგებლონ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრისგან  მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სხვა სიახლეები