სიახლეები

10 აპრილი 2017

10 – 16 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

10 - 11 აპრილს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს -  ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

12 - 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.

16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 

სხვა სიახლეები