სიახლეები

13 აპრილი 2017

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება

 "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

წიაღით მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან ლიცენზიის გამცემს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150ა) და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (მის: ქ. თბილისი, გულუას ქ N6) წარუდგინონ ანგარიში, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N271 დადგენილებით დამტკიცებული  სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ საინფორმაციო ანგარიშის და სტატისტიკური დაკვირვების  ფორმების შესაბამისად, რომლებიც განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე - იხილეთ ბმული.

გარდა წიაღით მოსარგებლე სუბიექტებისა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს (სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150ა) წარუდგინონ ანგარიში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად. 

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

სხვა სიახლეები