სიახლეები

07 აპრილი 2015

შეხვედრა კრიზისების საბჭოში

ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს. შეხვედრას 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი გივი ჩოჩია, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ნადირაშვილი, შვეიცარიიდან მოწვეული ექსპერტები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად სტიქიურ ზონაში არსებულ მდგომარეობასა და მის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შვეიცარიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ამალი-დევდორაკის ხეობაში წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას.

სხვა სიახლეები