სიახლეები

13 აპრილი 2017

ალეკო ელისაშვილი სტუმრად NEA სფეროში

NEA სფეროს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სტუმრობდა. გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, სპეციალისტების შეფასებები მოისმინონ  და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

საკრებულოს დეპუტატმა  სტუდენტებს ჰაერის დაბინძურებაზე, დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, ჯანსაღი გარემოს შექმნაზე,  მიმდინარე მშენებლობებისა და ქალაქისთვის საჭირო სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ალეკო ელისაშვილმა სტუდენტებს თავისი ხედვა გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელი, სპეციალისტები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. სტუდენტებმა დეპუტატისგან მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სხვა სიახლეები