სიახლეები

19 აპრილი 2017

მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ეროვნული სამოქმედო გეგმა

პროექტის „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესასრულებლად ეროვნული სამოქმედო გეგმის (ესგ) განხილვა და განახლება“ ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მიმართეს.

შეხვედრაზე განახლებული „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის“ სამუშაო ვერსია წარმოადგინეს, რომელიც შემუშავებული იქნა სტოკჰოლმის კონვენციის ვალდებულების შესაბამისად და რომლის ძირითადი მიზანია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მდგრადი ორგანული დამბინძურებლების არასწორ გამოყენებასა და მართვასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან. დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ, განახლებული „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი იქნება საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად.

პროექტი განხორციელდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გარემოსა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (მოდ) მართვისთვის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და გაკეთდა უწყებათაშორისი კოორდინაციის შეფასების ანგარიში; სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით განხორციელდა არსებული და ახალი მოდ-ების ინვენტარიზაცია და მათი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

სხვა სიახლეები