სიახლეები

24 აპრილი 2017

24 – 30 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

24 აპრილს დღის პირველ ნახევარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. 

25 აპრილს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. 26 აპრილიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ღამის საათებში  28 აპრილამდე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

სხვა სიახლეები