სიახლეები

27 აპრილი 2017

"NEA სფერო" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და „სტიქიური პროცესები და ადრეული გაფრთხილების სისტემები“ პრეზენტაცია  წარუდგინა.  

თამარ ბაგრატია სტუდენტებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ესაუბრა და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებმა სტუმარს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სხვა სიახლეები