სიახლეები

28 აპრილი 2017

შეხვედრა კახეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც გუბერნატორის მოადგილეს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს  და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას კახეთის რეგიონში 2016  წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2017 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.

მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების და მინერალური რესურსების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები