სიახლეები

17 აპრილი 2015

გეოლოგიური ბიულეტენის განხილვა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარებისა და 2015 წლის პროგნოზების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი გივი ჩოჩია და რეგიონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ასევე, 2015 წლისთვის სტიქიის ზონებში მოსალოდნელ საფთხეებზეც იმსჯელეს.

აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სტიქიური გეოლოგიური პრობლემების მართვის კუთხით, რათა განვითარებული სტიქიის დროს მთავრობამ შეძლოს სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა. სტიქიის შედეგად გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში ოპერატიულად იქნეს ჩართული ყველა შესაბამისი უწყება და მოხდეს მოსახლეობის დროული ინფორმირება მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ.

სხვა სიახლეები