სიახლეები

01 მაისი 2017

1 – 7 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

1 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 2 მაისს დღისით  შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან იწვიმებს.

3 – 7 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 3 – 4 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +19, +24 გრადუსი იქნება. 5 - 6  მაისს +23, +28 გრადუსამდე დათბება. 7 მაისს ისევ შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

1 – 7 მაისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.

სხვა სიახლეები