სიახლეები

03 მაისი 2017

სააგენტოში პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის “საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა“ ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ესწრებოდა.

სააგენტოს სპეციალისტებმა სამშენებლო-კლიმატურ ნორმებზე ისაუბრეს და პროექტის შედეგები განიხილეს.

პროექტი სამშენებლო-კლიმატური ნორმების დადგენა-განახლებას ისახავს მიზნად, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ურბანული განვითარების სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

სხვა სიახლეები