სიახლეები

04 მაისი 2017

შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც გუბერნატორს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს  და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას რეგიონში 2016  წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2017 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.

მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების და მინერალური რესურსების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები