სიახლეები

11 მაისი 2017

სააგენტოს სპეციალისტები ქ. ბრატისლავაში ტრენინგზე იმყოფებოდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქ. ბრატისლავაში პროექტის "საქართველოში გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამოყენებული ანალიტიკური მეთოდების ჰარმონიზაცია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებთან 2013/39/EU" ფარგლებში შეხვედრას ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში  წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებსა და პრიორიტეტული დამაბინძურებლების განსაზღვრის თანამედროვე მეთოდებში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები და ქ. ბრატისლავას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები