სიახლეები

18 მაისი 2017

სკოლის მოსწავლეები ექსპრეს ლაბორატორიის მუშაობას გაეცნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროექტი გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტებმა N51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს მობილური ექსპრეს ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.

ექსპრეს ლაბორატორიით ჩატარებული კვლევები სააგენტოს საშუალებას მიცემს ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.

სხვა სიახლეები