სიახლეები

29 მაისი 2017

29 მაისს - 4 ივნისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

29 - 30 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 31 მაისს და 1 ივნისს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 29 – 31 მაისს +23, +28 გრადუსი იქნება, 1 – 2 ივნისს 4 - 5 გრადუსით დაიკლებს, 3 - 4 ივნისს ისევ +28 გრადუსამდე მოიმატებს. 

სხვა სიახლეები