სიახლეები

13 ივნისი 2017

2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიური მოვლენების ანგარიში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მედიის წარმომადგენლებს 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სპეციალისტების მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებულ კვლევების შედეგებსა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომლის შედეგადაც მდ. ვერეს ხეობაში  სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი არეალი დადგინდა,  მდ.ვერეს აუზში მდინარის დონისა და ნალექების მზომი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლის საშუალებითაც  მონაცემები ონლაინ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, რაც ხელს უწყობს პროცესების მართვას და დროული  რეაგირებისათვის შესაბამისი უწყებების ინფორმირებას. 

ანგარიში შემდგომი რეაგირებისათვის და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამის უწყებებს წარედგინა. 

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური პროცესების მონიტორინგისა და პროგნოზირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები