სიახლეები

14 ივნისი 2017

14-18 ივნისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

14 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსი იქნება. 17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

სხვა სიახლეები