სიახლეები

26 მაისი 2015

დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 1600 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ხელოვნურ მწვანე საფარზე „მწვანე ქალაქი“ მოაწყო“. იმიტირებულ ქალაქში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სტენდები იყო განლაგებული.

„მწვანე ქალაქში“ მოსულმა სტუმრებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს კუთხე დაათვარიელეს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ოცდაათამდე სახეობის მინერალი, ჰაერისმზომი ხელსაწყოები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ წყლის სინჯების აღების პროცესში თავად ჩართულიყვნენ. 

სტენდთან მოსულ სტუმრებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია თავად მასპინძლობდა და მათ ღონისძიებაზე წარმოდგენილ ექსპონატებს აცნობდა.

სხვა სიახლეები