სიახლეები

21 ივნისი 2017

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მე-7 ეტაპი დასრულდა

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები ოცამდე ქალაქის სხვადასხვა წერტილში განახორციელეს.

კვლევების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში აზოტის, გოგირდის დიოქსიდის ოზონის და ბენზოლის კონცენტრაციები განისაზღვრა. სპეციალისტების მიერ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა წერტილები შეირჩა, სადაც ორი კვირის განმავლობაში მილაკები განთავსდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მილაკები დალუქული სახით დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებული ლაბორატორიაში იგზავნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად შეისწავლოს.

ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვები 2015 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება.

სხვა სიახლეები