სიახლეები

27 ივნისი 2017

შავი ზღვის კომისიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

ქალაქ სტამბოლში შავი ზღვის კომისიის დაბინძურების მონიტორინგისა და შეფასების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი შავი ზღვის დაბინძურების დაცვის კომისიის დაბინძურების მონიტორინგისა და შეფასების მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. მარინა არაბიძე სამუშაო ჯგუფს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე შავი ზღვის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ 2016 წელს შავი ზღვის მონიტორინგის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე სამუშაოები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

 

სხვა სიახლეები