სიახლეები

28 ივნისი 2017

მდინარე არაგვის აუზის ლიდარ სკანირება განხორციელდა

პროექტის „წყალდიდობების წინააღმდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლება მე-2 ფაზა - ქართული ინსტიტუციების შესაძლებლობების და მზადყოფნის ხელშეწყობა“ ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი საერთაშორისო დახმარების პოლონური ცენტრის წარმომადგენელთან ერთად მდ. არაგვის ხეობის აერო გადაღების პროცესს გაეცნო. პროექტის ფარგლებში არაგვის აუზის ლიდარ სკანირება განხორციელდა და სპეციალისტების მიერ  ჰიდროლოგიური რისკები შეფასდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „საერთაშორისო დახმარების პოლონური ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას და წყალდიდობების წინააღმდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლებას ისახავს მიზნად.

სხვა სიახლეები